9 ივნისს წყალტუბოში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით,
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი – FEVER თავისი ივენთების სერიას იწყებს.
9 ივნისს კი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს “საინტერესო, გამორჩეულ და სიძველის სურნელით გაჟღენთილ საღამოს” პირდებიან.
აქტციაში მონაწილეობას მიიღებენ: Digital Groove Affair, Trotsky, Endorphins.
აქცია, პარასკევს ძველი სანატორიუმი „მედეა“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე 21 საათზე დაიწყება და დილის 6 სათამდე გასტანს.