ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან ერთ დღეში 22 გადარიცხვაა გაკეთებული”

30 მაისი, 2018 • ირინა მაკარიძე • 1

“ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან ერთ დღეში 22 გადარიცხვაა გაკეთებული”

ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან ერთ დღეში – 29 მარტს 22 გადარიცხვაა გაკეთებული – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის საკრებულოს წევრმა მერაბ მეშველიანმა.

მისი თქმით, მერია ადამიანებს შერჩევით აფინანსებს. “დახმარება უნდა მათ მიეცეთ, ვისაც კანონით ეკუთვნის და არა პირადი ურთიერთობების მიხედვით”-განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

მისი თქმით, სარეზერვო ფონდიდან გაცემული თანხების ფონზე საჭირო დახმარება სტიქიით დაზარალებულმა ადამიანებმა ვერ მიიღეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ ამ 22 გადარიცხვიდან მარტო მისი შუამდგომლობით 7 გადარიცხვაა მოთხოვნილი.

“დღეში ხანდახან 10 ადამიანი მოდის და მათ შეძლებისდაგვარად ვეხმარებით”-განაცხადა ლატარიამ.

თეგები: თვითმმართველობა