სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“თავისუფალი ზონის” წარმომადგენელი მირიან დეისაძე დააკავეს

13 ივნისი, 2018 • ნიუპრესი • 1

“თავისუფალი ზონის”  წარმომადგენელი მირიან დეისაძე დააკავეს

თავისუფალი ზონის ქუთაისელი წარმომადგენელი, მირიან დეისაძე დააკავეს. ის გუშინ თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აიყვანეს.

საქმეზე გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აღკვეთის ღონისძიების რა სახე შეეფარდება მირიან დეისაძეს, დღეს გახდება ცნობილი. პროცესი საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა ჩანიშნული.

დეისაძე “პიჯაკის საქმიდან” არის ცნობილი, ის ერთ-ერთია, ვინც დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანებისათვის იყო დაკავებული.

თეგები: სამართალი