სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ოპერის თეატრი სეზონს ოპერით „ლელა“ დახურავს

14 ივნისი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის  ოპერის თეატრი სეზონს ოპერით „ლელა“ დახურავს

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 49-ე თეატრალურ სეზონის დახურვისათვის ემზადება.

სეზონის დახურვა 15 ივნისს, 18:00 საათზე რევაზ ლაღიძის ოპერით „ლელა“ მოხდება.

სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია – რევაზ ხურცილავა, დამდგმელი რეჟისორი – ზურაბ ანჯაფარიძე, დამდგმელი მხატვარი – თემურ არსენიძე, დამდგმელი ქორეოგრაფი – ელგუჯა გუმბერიძე, სპექტაკლი აღადგინა მაია გაჩეჩილაძემ.

თეატრალური სეზონის დასკვნით საღამოს „ლელას“ შეასრულებენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები – ფერიდე ჯინჯიხაძე (ლელა), ბადრი სახამბერიძე (ბერდო), ბაკურ კვირიკაშვილი (გელა), კალისტრატე ხარჩილავა (შერგილი), ნუცა ზაქაიძე (მეზარე), ემილ ჩარგაზია (მლოცველი), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე), ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ირინე ლომინაძე.

სპექტაკლს თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვება.

თეგები: კულტურა