ქუთაისშიც წიგნის მოყვარულთათვის ახალი ლოკაცია ჩნდება. ქალაქში სულაკაურის წიგნის მაღაზია “სანტა ესპერენსა” იხსნება.
ფილიალი წმინდა ნონოს ქუჩაზე განთავსდება. გახსნის ცერემონია 22 ივნისს 19:00 საათზე მოეწყობა.
ცერემონიაზე იქნება ცოცხალი მუსიკა, ასევე სპეციალურად ამ დღისთვის დიდი ფასდაკლება წიგნებზე და სხვადასხვა სიურპრიზი.
ღონისძიებას თანამედროვე ქართველი მწერლები და ლიტერატორები დაესრებიან.