ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” ათეულში იმერეთიდან სამი პედაგოგი მოხვდა

15 ივნისი, 2018 • ნიუპრესი • 1

“მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” ათეულში იმერეთიდან სამი პედაგოგი მოხვდა

“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018”-ის საუკეთესო ათეული ცნობილია.

ათეულში სამი იმერელი პედაგოგი მოხვდა. ჯილდოზე წარდგენილი არიან, საჩხერის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ელისო აბრამიშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის სკოლის დაწყებითის მასწავლებელი ნინო გურეშიძე და ბაღდათის #2 საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი მანანა კაპეტივაძე.

მომდევნო ეტაპზე 1 სექტემბერს 5 ფინალისტი გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია კი 5 ოქტომბერს გაიმართება.

“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” მეორე წელია კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

ეროვნულ დონეზე გამარჯვებულს ჯილდოს სახით 10.000 ლარი დაერიცხება და გლობალური ჯილდოს ერთ-ერთ მონაწილედ დასახელდება.

თეგები: კულტურა