ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე N20 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის სახურავიც რამდენიმე დღის უკან ხანძრის შედეგად დაზიანდა, გადახურვის სრული რეაბილიტაციის დაწყებამდე დროებითი გადაიხურა. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების განხორციელება ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო მოხდა. სამუშაოები ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლებმა აწარმოეს. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, რამდენიმე დღეში მოგვარდება ყველა საკითხი, რომელიც გადასახურ მასალას უკავშირდება. აღნიშნული კორპუსის სახურავის დემონტაჟის სამუშაოების და მასალის სრულ ხარჯს ქუთაისის მერია დაფარავს.
ქუთაისში ხანძრის შედეგად დაზიანებული კორპუსის გადახურვას მერია უზრუნველყოფს
16 ივნისი, 2018 • ნიუპრესი • 1
თეგები: თვითმმართველობა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები