სასკოლო ასაკის შეუსრულებლობის გამო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვალა და აღმოაჩნდა, რომ მხოლოდ წელს, სკოლის გარეთ დაახლოებით 13 862 ბავშვი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წლისთვის სკოლაში შესასვლელად რეგისტრაცია 48 ათასზე მეტმა პირველკლასელმა გაიარა. სწავლა კი 18 სექტემბერს იწყება. შესაბამისად, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყება იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 17 სექტემბერს უსრულდებათ.
ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სასწავლო წლის დასაწყისისთვის ბავშვის ასაკი 6 წელი უნდა იყოს და მნიშვნელობა არ აქვს ის სასწავლო წლის დაწყებიდან მეორე დღეს ხდება 6 წლის თუ ერთი თვის შემდეგ.
ბოლო 4 სასწავლო წლის განმავლობაში ცვლილების გამო, დროებით, სკოლის გარეთ დაახლოებით 61 146 ბავშვი დარჩა.
განხორციელებულ ცვლილებამდე კი, პირველ კლასში შესვლა იმ მოსწავლეებსაც, შეეძლოთ, რომლებსაც 6 წელი წლის ბოლოს უსრულდებოდათ.
edu.aris.ge