ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი მარიამ როინიშვილთან ერთად შემაჯამებელ კონცერტს გამართავს.
ღონისძიება ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული ვოკალური, საბალეტო, ქართული და ლათინო-ამერიკული ცეკვის სტუდიები.
“ახალგაზრდულ ცენტრში ტრადიციად ჩამოყალიბდა უმასპინძლოს სხვადასხვა ჟანრის ქართველ მომღერალს. მიხარია, რომ წელს საანგარიშო კონცერტი სწორედ მარიამ როინიშვილთან ერთად გაიმართება”, -განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ.
კონცერტი 30 ივნისს, 16.00 საათზე დაიწყება, რომელზეც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.