ჭიათურაში, კარიერზე ქვიშის ჩამოშლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სამუშაოებს ტრაქტორით აწარმოებდა, რა დროსაც, ჩამოშლილი ქვიშის მასაში მოჰყვა. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს განმარტებით, მომხდარზე გამოძიება 240- ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო, ან სხვა სამუშოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.