8 ივლისს დათო ტურაშვილი ქუთაისს ეწვევა. ამჯერად მწერალი სულაკაურის წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” მოწვევით მკითხველს შეხვდება.
გამომცემლობის ინფორმაციით, შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. დათო ტურაშვილი მკითხველთან შეხვედრას გამართავს, მათ წიგნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გაუზიარებს და ავტოგრაფებს გასცემს.
სანტა ესპერანსა ქუთაისში, წმ ნინოს 13-ში 22 ივნისს გაიხსნა. გამომცემლობის მაღაზია მომავალში სხვადასხვა სიახლეს გეგმავს.