ქუთაისში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციის მე-6 განყოფილების თანამშრომელი გარდაიცვალა.
მეორე პოლიციელი დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, სავარაუდოდ, პოლოციელები სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებდნენ, რა დროსაც მოხდა შეჯახება.
ფაქტს ადასტურებენ შსს-ში. მათი ინფორმაციით, გამოძიება 276- ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.
შემთხვევა, გუშინ, გვიან ღამით, საღორიაზე მოხდა.