მესხიშვილის თეატრის მსახიობს მარიკა სამანიშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამშაბათს, 24 ივლისს, ვარსკვლავი მესხიშვილის თეატრის წინ, საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.
ვარსკვლავის გახსნამდე თეატრის დიდ სცენაზე მსახიობის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
მარიკა სამანიშვილი საქართველოს დამსახურებული არტისტია. მონაწილეობს სხვადასხვა სპექტაკლში, ასევე შესრულებული აქვს როლები კინოში.