სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების მოწყობის სამუშაოები იწყება

11 აგვისტო, 2018 • ნიუპრესი • 24

მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების მოწყობის სამუშაოები იწყება

პროექტს მსოფლიო ბანკი 1. 4 მილიონი ლარით აფინანსებს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოებს იწყებს.

პროექტი გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და 12 თვეში დასრულდება.
პროექტს მსოფლიო ბანკი 1. 4 მილიონი ლარით აფინანსებს.

თეგები: კულტურა