ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ოპერის თეატრმა 50-ე თეატრალური სეზონი “სოფლის ღირსებით” გახსნა

14 სექტემბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის ოპერის თეატრმა 50-ე თეატრალური სეზონი “სოფლის ღირსებით” გახსნა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში პიეტრო მასკანის ერთმოქმედებიანი ოპერის “სოფლის ღირსება” პრემიერა გაიმართა. ამით თეატრმა 50-ე თეატრალურ სეზონი გახსნა.

თეატრმა 2009 წლის დადგმის აღდგენილ-განახლებული ვერსია წარმოადგინა. მთავარ როლებში მონაწილეობენ თეატრის სოლისტები – ფერიდე ჯინჯიხაძე (სანტუცა), ბადრი ადამია (ტურიდუ), ელენე ჯანჯალია (ლუჩია, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი), ბაკურ კვირიკაშვილი (ალფიო), ნუცა ზაქაიძე (ლოლა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე) და ორკესტრი.

ქუთაისის ოპერის თეატრში სპექტაკლის განახლებაზე დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა, რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ, მხატვარ-შემსრულებელმა ირაკლი სვანიძემ (სპექტაკლის დამდგმელი მხატვრის – თემურ არსენიძის სცენოგრაფიის მიხედვით) იმუშავეს.

სპექტაკლის აღდგენა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

თეგები: კულტურა