სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დასუფთავების ყოველწლიურ აქციას იმერეთის 12 მუნიციპალიტეტი შეუერთდა

15 სექტემბერი, 2018 • ნიუპრესი • 24

დასუფთავების ყოველწლიურ აქციას იმერეთის 12 მუნიციპალიტეტი შეუერთდა

იმერეთის გუბერნატორის ინფორაციით, სუფთა გარემოს შენაჩუნებისა მიზნით, რეგიონში პერმანენტული აქციები მოეწყობა.

იმერეთის რეგიონი დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას ,,დავასუფთაოთ საქართველო“ შეუერთდა. მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, რომელში 1000–მდე მოხალისე ჩაერთო. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე კამპანიის ფარგლებში ხარაგაულში ჩავიდა და აქციას შეუერთდა. იმერეთის გუბერნიის ინფორმაციით, გუბერნატორმა დაანონსა, რომ სუფთა გარემოს შენაჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, რეგიონში პერმანენტული აქციები მოეწყობა და თავადაც აქტიურად ჩაერთვება. აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტბში ტურისტული ობიექტები, მდინარეების სანაპიროები და სხვადასხვა ლოკაციები დაასუფთავეს. დასუფთავების აქციას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი თერჯოლაში შეუერთდა. კამპანია სექტემბერის თვეში ტარდება და მასში 140-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.

თეგები: თვითმმართველობა