სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში 24 სექტემბერს სოფო ბათილაშვილი იმღერებს

21 სექტემბერი, 2018 • ნიუპრესი • 28

ქუთაისში 24 სექტემბერს სოფო ბათილაშვილი იმღერებს

სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად კონცერტი ძველ უბანში გაიმართება

ქუთაისში ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად კონცერტი გაიმართება, ქალაქის მერიის კულტურის განყოფილების ინფორმაციით, კონცერტი 24 სექტქმბერს 16:00 საათზე, ცისფერყანწელების ქუჩაზე გაიმართება.
მასში მონაწილეობას მიიღებენ: სატელევიზიო პროექტ “მხოლოდ ქართულის” გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი,
სატელევიზიო პროექტ “მხოლოდ ქართულის” ქუთაისელი მონაწილე ოთო კვალიაშვილი, ასევე სატელევიზიო პროექტ “X- ფაქტორის” ქუთაისელი მონაწილეები ია ტომაში და თამუნა გიორგაძე.
კონცერტში მონაწილეობს ასევე პოპულარული ქუთაისური ჯგუფი “მუზეუმი”.

შეგახსენებთ, 24 სექტემბერს სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში განახლდება.

თეგები: კონკურსი / ანონსი