ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

8 ოქტომბერი, 2018 • ნიუპრესი • 26

ქუთაისის აეროპორტში  არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

მოქალაქეს 6300 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონები შემოჰქონდა.

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის თ.ო-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 6300 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (iPhone Xs 64 GB, iPhone X 256GB და iPhone X 64GB) აღმოაჩინეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, 6300 ლარით დაჯარიმდა.

თეგები: ეკონომიკასამართალი