ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში რესტორნიდან გაშვებული ფოიერვერკის გამო გაზონს ცეცხლი გაუჩნდა

14 ოქტომბერი, 2018 • ნიუპრესი • 23

ქუთაისში რესტორნიდან გაშვებული ფოიერვერკის გამო გაზონს ცეცხლი გაუჩნდა

ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე რესტორნიდან გაშვებული ფოიერვერკის გამო გაზონს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

ცეცხლი რესტორნების მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახს მოედო.

ადგილობრივები ადასტურებენ ცეცხლის გაჩენის მიზეზი ერთ-ერთი რესტორნიდან გაშვებული ფოიერვერკი გახდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.

წყარო: ipn.ge

თეგები: სამართალი