ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისი მიზნობრივი ტრანსფერის სახით 235 ათას ლარს მიიღებს

5 დეკემბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისი მიზნობრივი ტრანსფერის სახით 235 ათას ლარს მიიღებს

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებს და ავტონომიურ რესპუბლიკებს, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების სახით, 28,7 მილიონი ლარი გადაეცემათ. დეტალურ ინფორმაციას, თუ რომელ მუნიციპალიტეტს რა თანხა გადაეცემა მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერის სახით droa.ge აქვეყნებს.

მომავალი წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობები გათანაბრებით ტრანსფერს აღარ მიიღებენ. მის ნაცვლად მუნიციპალიტეტებზე დღგ-ის 19% გადანაწილდება, ამიტომ მომავალ წელს ტრანსფერის თანხა მკვეთრად დაიკლებს. სპეციალური ტრანსფერი კი საგანგებო სიტუაციების შედეგების (სტიქიის ზიანის) სალიკვიდაციოდ გამოიყოფა და მის მისაღებად თვითმმართველობამ მთავრობას უნდა მიმართოს.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან – (280 მილიონი ლარი) თანხა მუნიციპალიტეტებში იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება, რომელთა ღირებულებაც 50 ათას ლარს აღემატება.

ქუთაისი 2019 წელს მიზნობრივი ტრანსფერის სახით 235 ათას ლარს მიიღებს.

რაც შეეხება იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებს, ციფრები ასე გამოიყურება:

ჭიათურის მუნიციპალიტეტი 232.0 ტყიბულის მუნიციპალიტეტი 150.0 წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 170.0 ბაღდათის მუნიციპალიტეტი 128.0 ვანის მუნიციპალიტეტი 145.0 ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 240.0 თერჯოლის მუნიციპალიტეტი 160.0 სამტრედიის მუნიციპალიტეტი 187.0 საჩხერის მუნიციპალიტეტი 190.0 ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 138.0 ხონის მუნიციპალიტეტი 160.0

თეგები: თვითმმართველობა