სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტყიბულის შახტში აფეთქების გამო დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

14 დეკემბერი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ტყიბულის შახტში აფეთქების გამო დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ტყიბულის შახტში აფეთქების გამო დაკავებულების პროცესი გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ექვსივე დაკავებული ხუთი ათასი ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

5 აპრილს შახტში მომხდარ ფაქტზე კომპანია „საქნახშირის“ ექვსი თანამშრომელი იყო დაკავებული, მათ შორის დირექტორის მოადგილე.

ერთი დაკავებული გოჩა ქასრაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებულებს გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თეგები: სამართალი