ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლისტი დაიღუპა

15 თებერვალი, 2019 • ნიუპრესი • 33

ქუთაისში საგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლისტი დაიღუპა

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე 5 ნაწილით დაიწყო.

ქუთაისში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. შემთხვევა გუგუნავას ქუჩაზე დღეს, დღისით მოხდა.

ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტოში. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე 5 ნაწილით დაიწყო. რაც შეხება დაშავებულს, ქვეითი კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, მას სიხოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება არ აქვს.

ადგილობრივების ინფორმაცით, დაშავებულს ფეხზე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

თეგები: სამართალი