სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

2019 წელს ქუთაისში 10 ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება [R]

21 თებერვალი, 2019 • ნიუპრესი • 1

2019 წელს ქუთაისში 10 ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება [R]

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგზაო დეპარტამენტი მიმდინარე წელს, ქუთაისში 10 ცენტრალიური ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს.

“ასეთი მასშტაბური სამუშაოები ქუთაისში არასოდეს ჩატარებულა, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი თანაქალაქელებისთვის”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რიონის” პირდაპირ ეთერში გადაცემა “ობიექტურ აზრში” სტუმრობისას ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.

საგზაო დეპარტამენტი, ქუჩების რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 37 მლნ ლარს დახარჯავს.

ქუთაისის მერის განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება:

აღმაშენებლის გამზირის 3 კმ-იან მონაკვეთს,

წერეთლის ქუჩის 2.8 კმ-იან მონაკვეთს,

თავისუფლების ქუჩის 1.5 კმ-იან მონაკვეთს,

საიათნოვას ქუჩის 0.3 კმ-იან მონაკვეთს,

გუგუნავას ქუჩის 1.9 კმ-იან მონაკვეთს,

ჯავახიშვილის ქუჩის 1.415 კმ-იან მონაკვეთს,

ბუხაიძის ქუჩის 0.7 კმ-იან მონაკვეთს,

შარტავას ქუჩის 0. 308 კმ-იან მონაკვეთს,

ნინოშვილის ქუჩის 1.360 კმ-იან მონაკვეთს,

ნიკეას ქუჩის და სულხან საბას დამაკავშირებელ 2.741 კმ-იან მონაკვეთს.

თეგები: თვითმმართველობა