ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისი ყაჩაყობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

3 მარტი, 2019 • ნიუპრესი • 24

ქუთაისი ყაჩაყობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

პოლიციამ ცივი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ქუთაისში 1984 წელს დაბადებული ვ.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით ფული – 130 ლარი გასტაცა. ამის შემდეგ ვ.მ., ასევე, დანის მუქარით, ყაჩაღურად თავს დაესხა გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქუთაისში დააკავეს.

პოლიციამ ცივი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეგები: სამართალი