სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერმა მსჯავრდებულ ქალებს 8 მარტი მიულოცა

8 მარტი, 2019 • ნიუპრესი • 26

ქუთაისის მერმა მსჯავრდებულ ქალებს 8 მარტი მიულოცა

თვითმამრთველობის წარმომადგენლებმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა რიჟამაძემ ქალთა საერთაშორისო დღე ქუთაისში არსებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N 2 დაწესებულებაში მსჯავრდებულ ქალებს მიულოცეს.

ამ დროისათვის დაწესებულებაში სასჯელს 11 ქალი იხდის.

ქალთა დღე ქუთაისის მერმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომუშავე ქალბატონებსაც მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

[R]

თეგები: თვითმმართველობა