ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განაცხადა, რომ რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება.
გორგოძე მოუწოდებს სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ რეგისტრაციის ვადებსა და სხვა შესაბამის ინფორმაციაზე, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ხვალიდან იქნება ხელმისაწვდომი.
წყარო: 1tv.ge