ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საბერძნეთში პოლიციამ საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა

17 მარტი, 2019 • ნიუპრესი • 1

საბერძნეთში პოლიციამ საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა

საბერძნეთში პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის ქართველი ლიდერი დააკავა. ჯგუფი ატიკას რეგიონში ბინების გაქურდვით იყო დაკავებული. სულ დაკავებულია ჯგუფის ოთხი წევრი, მათ შორის ერთი ქალი. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ბერძნული მედია დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერს „კანონიერ ქურდად“ მოიხსენიებს, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული მისი ვინაობა.

პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს გაქურდვისა და ძარცვის 28 საქმე უკავშირდება. ისინი საბერძნეთში ორი წლის განმავლობაში მოქმედებდნენ. ჯამში ნაქურდალის ღირებულება 200.000 ევროს შეადგენს.

ბერძნული მედია აღნიშნავს, რომ ჯგუფის ლიდერები ძვირადღირებულ აპარტამენტებში ცხოვრობდნენ. ჩხრეკისას ამოღებული იყო ფული, ოქროულობა, იარაღი.

თეგები: სამართალი