ქუთაისში 19 აპრილს პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის სოლო კონცერტი გაიმართება, სადაც ახალი ალბომის “Pregnancy Music” პრეზენტაცია მოხდება.
კონცერტზე ბახის, შუბერტის, ჰენდელის, მოცარტის, შუმანის, შოპენისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები შესრულდება. პროექტის წარმომადგენლების განცხადებით, შემდეგი კონცერტი ბათუმში იქნება. კონცერტები იგეგმება მესტიასა და ზუგდიდში. დაინტერესებულ პირებს ბილეთების შეძენა biletebi.ge-ზე და თეატრის სალაროში შეუძლიათ. კონცერტის მხარდამჭერია ქუთაისის მერია. კონცერტი მესხიშვილის თეატრში 19:00 საათზე დაიწყება.
ვალერიან შიუკაშვილი საკონცერტო ტურნეს ქუთაისიდან იწყებს
17 აპრილი, 2019 • ნიუპრესი • 1
თეგები: კულტურა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები