ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, კიკნაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

25 აპრილი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში, კიკნაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში, კიკნაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩის კეთილმოწყობისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან 230 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს”დაგი+” ახორციელებს. 250 მეტრის სიგრძის გზის დაგება ერთ კვირაში დასრულდება. “კიკნაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. 250 მეტრის სიგრძის გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე სისტემა. სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება” – განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა. [R]

თეგები: თვითმმართველობა