ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტყიბულის მერიის კუთვნილი საწყობი და ავტომობილი გაქურდეს

6 მაისი, 2019 • ნიუპრესი • 1

ტყიბულის მერიის კუთვნილი საწყობი და ავტომობილი გაქურდეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ძარცვის ფაქტი დაფიქსირდა. გაძარცულია მერიის ააიპ “კომუნალური სამსახურის” კუთვნილი საწყობი და მიკროავტობუსი.

საწყობიდან წაღებულია ავტონაწილები და ტექნიკური ხელსაწყოები.

ძარცვის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში მოხდა.

თეგები: გაქურდესსამართალი