თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგანში 17 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა გუშინ, შუადღისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი სახლში ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებულმა დედამ შვილი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა.
დაღუპული მე-12 კლასის მოსწავლეა.
ამ დროისათვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს