ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვინ და რისთვის შეკრიბა ქუთაისში სტუდენტური თვითმმართველობა?

26 სექტემბერი, 2012 • სოფო ბობოხიძე • 23

ვინ და რისთვის შეკრიბა ქუთაისში სტუდენტური თვითმმართველობა?

ქუთაისში, დღეს, 26 სექტემბერს, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით აქცია გაიმართა, სახელწოდებით – „არა ქურდებს“. წერეთლის უნივერსიტეტიდან სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისისკენ გადაინაცვლეს და კოალიციის ოფისის წინ უთოები დაყარეს. „ოცნების“ ოფისიდან სტუდენტთა აღნიშნულ ქმედებას ცოცხებით შეეგებნენ.

ქუთაისში, დღეს, 26 სექტემბერს, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით აქცია გაიმართა, სახელწოდებით – „არა ქურდებს“.

აქციაში ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი თემურ ცამციშვილიც მონაწილეობდა, რომელსაც მანამდე სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის პოსტი ეჭირა წერეთლის უნივერსიტეტში.

აქციაზე მოგვიანებით ქუთაისელ სტუდენტთა მეორე ნაწილი გამოჩნდა, რომლებიც ქალაქში ძალადობისა და წამების წინააღმდეგ აქციებს რამდენიმე დღეა მართავენ. მათი განცხადებით, სტუდენტურმა თვითმმართველობამ, რომელიც მთავრობასთან არის დაკავშირებული, აქციისთვის სტუდენტები ძალით შეკრიბა.

წერეთლის უნივერსიტეტიდან სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისისკენ გადაინაცვლეს და კოალიციის ოფისის წინ უთოები დაყარეს. „ოცნების“ ოფისიდან სტუდენტთა აღნიშნულ ქმედებას ცოცხებით შეეგებნენ.

თეგები: აქციავიდეო სიუჟეტისტუდენტებიწერეთლის უნივერსიტეტი