ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

#25 უბანზე ,,ქართული ოცნების“ დამკვირვებელი მოხსნეს

1 ოქტომბერი, 2012 • ია ბობოხიძე; ანა ჯანაშია • 23

#25 უბანზე ,,ქართული ოცნების“ დამკვირვებელი მოხსნეს

ქუთაისის #25 სარჩევნო უბანზე, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ დამკვირვებელი მოხსნეს. ამის მიზეზად, კომისიის წევრები დამკვირვებლის მხრიდან გამოწვეულ ზედმეტ ხმაურს ასახელებენ. დამკვირვებლის მოხსნას მხარი კომისიის 12 წევრიდან 7 წევრმა დაუჭირა.

კენჭისყრას უბანზე დაპირისპირება მოჰყვა, რის გამოც ხმის მიცემის პროცესი ნახევარი საათით შეწყვეტილი იყო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ უბანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ კვოტით მხოლოდ ერთი წევრია (პარტია „მრეწველები“), რომელიც წილისყრის შედეგად „ლეიბორისტ“ კოლეგასთან ერთად გადასატან ყუთს გაჰყვა.

#25 საარჩევნო უბანზე არ ხორციელდება საარჩევნო ყუთის ვიდეო კონტროლი. ამავე უბანზე, ერთ–ერთი დამკვირვებელი იმყოფებოდა გადაქსეროქსებული ბიჯით. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა აღნიშნულ პიროვნებას უბანი დაატოვებინა.

თეგები: არჩევნრები 2012დაპირისპირებავიდეო სიუჟეტისაარჩევნო უბნები