ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოსახლეობა შეზღუდვებს გაგებით ეკიდება – ზვიად შალამბერიძე

20 აპრილი, 2020 • ნიუპრესი • 1

მოსახლეობა შეზღუდვებს გაგებით ეკიდება – ზვიად შალამბერიძე

იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში სასაფლაოების შესასვლელებს შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, მოსახლეობა შეზღუდვებს გაგებით ეკიდება.

მუნიციპალიტეტის მერები და ასევე მერიის წარმომადგენლები სოფლებში სასაფალოებზე მონიტორინგს მეორე დღეა, ახორციელებენ, რომ საფლავებზე მოქალაქეების გასვლა არ დაფიქსირდეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით, სასაფლაოებზე შეზღუდვებია დაწესებული.