ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქართული ოცნების” წევრებს ძალოვნები ამ წუთებში კითხავენ

7 ივნისი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 18

“ქართული ოცნების” წევრებს ძალოვნები ამ წუთებში კითხავენ

ამ წუთებში იმერეთის სამხარეო სამმართველოში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელთა დაკითხვა მიმდინარეობს. დაკითხვაზე მიშა მესხი იმყოფება. სამმართველოში კოალიციის კიდევ 5 წევს ელოდებიან.

როოგრც კოალიციის ახალგაზრდული საბჭოს წევრი შალვა კიკნაველიძე ამბობს, ძალოვნებმა „ოცნებელთა“ დაკითხვა გუშინ დაიწყეს. 6 ივნისს, 21:00 საათიდან 22:00 საათამდე მონაკვეთში საგამომძიებლო ორგანოს წარმომადგენელთა კითხვებს კოალიციის 2-მა წევრმა უპასუხა. კიკნაველიძის თქმით, აღნიშნული პიროვნებები დაკითხვაზე დღესაც იმყოფებიან.

„მე არ შემიძლია რაიმეს თქმა. ის ადამიანები უფრო კომპეტენტურები არიან, რომლებიც დაიკითხეს და მათ ესაუბრეთ,“ – ამბობს შალვა კიკნაველიძე.

შეგახსენებთ, კოალიციის წარმომადგენელთა დაკითხვა პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას უკავშირდება. კოალიციას საგამომძიებლო ორგანო ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას ედავება.

თეგები: დაკითხვამოსყიდვაქართული ოცნება