ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზესტაფონში „ქართული ოცნების“ წევრები ქუჩაში დააკავეს

7 ივნისი, 2012 • "ნიუპრესი" • 20

ზესტაფონში „ქართული ოცნების“ წევრები ქუჩაში დააკავეს

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ზესტაფონის ორგანიზაციის წევრები ძალოვნება ქუჩაში დააკავეს. რის შემდეგაც ისინი დაკითხვაზე წაიყვანეს.

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ზესტაფონის ორგანიზაციის წევრები ძალოვნება ქუჩაში დააკავეს. რის შემდეგაც ისინი დაკითხვაზე წაიყვანეს.

„ჩვენი აქტივისტი მარეხი მოდებაძე ნახევარი საათის წინ პოლიციის მანქანამ ქუჩაში აიყვანა და განყოფილებაში წაიყვანა. დაკითხვაზე დაბარებული არის კიდევ ორი ადამინი, რომლებიც ზონის კოორდინატორებად მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანი დღეს, სამ საათზე უნდა გამოცხადებულიყო დაკითხვაზე. რომ არ მივიდა, დაურეკეს. ჩვენ ახლა ადვოკატებს ველოდებით და მხოლოდ ამის შემდეგ მივალთ პოლიციაში. არ ვიცით რა უნდა, რადგან არავინ არაფერს ამბობს,“ – აცხადებს კოალიციის ზესტაფონის ოფისის წარმომადგენელი ვაჟა დავლაძე.

ზესტაფონის გარდა, კოალიცის წარმომადგენლები დაკითხვაზე ქუთაისსა და წყალტუბოშიც დაიბარეს. გამოძიება მათ ამომრჩეველთათვის მატერიალური დაპირების გადაცემის შემცველი ბლანკების დარიგებას ედავება.

თეგები: დაკითხვებიმოსყიდვაქართული ოცნება