გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილე-დუანიამალ გაჯიევთან ერთად, თურქეთის ელჩს საქართველოში ფატმა სერენ იაზგანს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის წარმომადგენლობას შეხვდა. მხარეებმა ორმხრივ სამომავლო გეგმებზე და მუნიციპალიტეტში პანდეემის პირობებში გატარებულ საქმიანობებზე ისაუბრეს. დღესვე, თურქეთის მხარემ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას, მოწყვლადი კატეგორიის დახმარების მიზნით 100 ცალი სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების პაკეტი გადასცა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი თურქეთის ელჩს შეხვდა
6 ივნისი, 2020 • ნიუპრესი • 23
მხარეებმა ორმხრივ სამომავლო გეგმებზე და მუნიციპალიტეტში პანდეემის პირობებში გატარებულ საქმიანობებზე ისაუბრეს.
თეგები: თვითმმართველობა
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები