გარდაცვლილი ნიკო მამაგეიშვილის ოჯახის წევრები მამაგეიშვილის გარდაცვალების ფაქტს პარლამენტის მშენებლობას არ უკავშირებენ. გარდაცვლილის ნათესავები, ნიუპრესთან საუბრისას აცხადებენ, რომ იგი მიმდინარე წლის 6 ივნისს, ოთხშაბათს, დაახლოებით 15 საათზე დაშავდა სამშენებლო სამუშაოებზე (ავტოქარხანაში, ინდუსტრიულ ზონაში, ე.წ. ჩინელების კომპანიაში)და გადაყვანილი იქნა იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც მოგვიანებით დაზარალებული გარდაიცვალა. ნიუპრესის ჟურნალისტები სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში შეეცადნენ ფაქტის გადამოწმებას, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ნიკო მამაგეიშვილი გუშინ, 7 ივნისს შეიყვანეს სხეულის მძიმე დაზიანებებით და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საავადმყოფოში ადასტურებენ, რომ მამაგეიშვილი გარდაიცვალა 18 საათზე, 7 ივნისს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
როდის და როგორ გარდაიცვალა ნიკო მამაგეიშვილი?
8 ივნისი, 2012 • თეა ზიბზიბაძე • 14
ნიკო მამაგეიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება.
თეგები: მსხვრეპლი • პარლამენტი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები