ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყარაჯალარში ამ დრომდე მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს

5 აგვისტო, 2020 • ნიუპრესი • 1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყარაჯალარში ამ დრომდე მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამ დრომდე მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს. აღნიშნულის გათვალისწინებით დღეს, სოფელში მცხოვრებ 200-მდე სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ ოჯახს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“ მხარდაჭერით, სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა. მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს, სოციალური პაკეტები მუნიციპალიტეტის მერმა – რამაზ ბუდაღაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. აღსანიშნავია, რომ სოფელი ყარაჯალარი ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე ე.წ „წითელ ზონად“ რჩება, შეზღუდვების პარალელურად სოფელში დისტრიბუციისა და ადგილობრივების პროდუქციის რეალიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს.

თეგები: თვითმმართველობა