სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბიუჯეტიდან 623 მილიონ ლარამდე საგარეო ვალის მომსახურებისათვის დაიხარჯა

10 სექტემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

ბიუჯეტიდან 623 მილიონ ლარამდე საგარეო ვალის მომსახურებისათვის დაიხარჯა

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის 6 თვეში მთავრობამ საგარეო ვალის დაფარვის მიზნით ბიუჯეტიდან 623 მილიონ ლარამდე თანხა დახარჯა.

სახელმფიფო დოკუმენტის თანახმად, მთავრობის საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის 2020 წლის 2 კვარტლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 622,817.0 ათასი ლარი, მათ შორის 454,327.1 ათასი ლარი წარმოადგენს ძირითადი თანხის დაფარვას, ხოლო 168,490.0 ათასი ლარი – პროცენტის თანხას.

2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის ნაშთი 18,010.1 მლნ ლარია.

თეგები: ეკონომიკა