ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ქარიშხალია მოსალოდნელი

6 ოქტომბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ქარიშხალია მოსალოდნელი

9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ქარიშხალია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქარის სიჩქარემ, შესაძლოა, 30 მ/წმ – ს გადააჭარბოს.

“6 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ 9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა 30 მ/წმ – ს გადააჭარბოს”-ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.