სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დევნილები ქუთაისში ბინების გადანაწილების პროცესს აპროტესტებენ

22 ოქტომბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

დევნილები ქუთაისში ბინების გადანაწილების პროცესს აპროტესტებენ

დევნილები ქუთაისში ბინების გადანაწილების პროცესს აპროტესტებენ. დევნილთა სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსთან შეკრებილი მოქალაქეები სამინისტროს ბინების უკანონოდ გადანაწილებაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, წლებია ავარიულ შენობებში ცხოვრობენ, ბინას ელოდებიან, თუმცა მათი ბინით დაკმაყოფილება, ვერც ამჯერად მოხდა. ისინი სამმართველოს კორუფციაში სდებენ ბრალს და აცხადებენ, რომ ბინები გარკვეული ქრთამის სანაცვლოდ გაიცემა.

დევნილები სამინისტროსგან დროულ რეაგირებას მოითხოვენ. დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ამ დროისთვის კომისია მუშაობს და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.