ამ წუთებში, ქუთაისში, თეთრ ხიდთან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მდინარე რიონში გადამხტარი ორი მამაკაცის ამოყვანას სცდილობენ. მამაკაცები, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რომელთაგან ერთ–ერთმა მეგობრის დახმარება სცადა. როგორც “ნიუპრესს.გე”–ს კორესპოდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, დაზარალებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცავებს თვითმხილველებმა შეატყობინეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მოგვიანებით, მაშველთა დახმარებით, ორივე მამაკაცის უვნებლად ამოყვანა გახდა შესაძლებელი. თუმცა, მათ შემთხვევის ადგილი უკომენტაროდ დატოვეს. შესაბამისად, მათი ვინაობაც და ინციდენტის დეტალებიც უცნობი დარჩა.
მდინარე რიონში ორი მამაკაცი გადახტა
25 ივნისი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 18
ამ წუთებში, ქუთაისში, თეთრ ხიდთან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მდინარე რიონში გადამხტარი ორი მამაკაცის ამოყვანას სცდილობენ.
თეგები: თეთრი ხიდი • მდინარე რიონი • სამაშველო სამსახური
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები