ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საკრებულოს სხდომაზე “მე–9 არხი” დაბლოკეს

27 ივნისი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 22

საკრებულოს სხდომაზე “მე–9 არხი” დაბლოკეს

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ტელეკომპანია „მე–9 არხი“ არ დაუშვეს. სხდომათა დარბაზში შესასვლელ კართან დაცვის სამსახურის თანამშრომლები ტელეკომპანიის ჟუნალისტს და ოპერატორს დარაჯობდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილება შიგნით იყო მიღებული.

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ტელეკომპანია „მე–9 არხი“ არ დაუშვეს. მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ტელეკომპანიის ჟურნალისტს თორნიკე ხურციძეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ოპერატორის შეყვანის უფლება არ მისცეს.

„ მითხრეს, რომ გარკვეული პროცედურები უნდა გამევლო. შემდეგ განმარტეს, რომ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მათთვის სიტყვიერად უნდა მიმემართა,“ – ამბობს „მე–9 არხის“ ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტი თორნიკე ხურციძე.

„მე–9 არხთან“ დაკავშირებული აკრძალვის შემდგ საკითხის გარკვევაში საკრებულოს დეპუტატები ჩაერთნენ, თუმცა უშედეგოდ. სხდომა ისე დასრულდა ტელეკომპანიის წარმომადგენლებს გადაღების შესაძლებლობა არ მისცეს. სხდომათა დარბაზში შესასვლელ კართან დაცვის სამსახურის თანამშრომლები ტელეკომპანიის ჟუნალისტს და ოპერატორს დარაჯობდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილება შიგნით იყო მიღებული.

მოგვიანებით, საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, აპარატის უფროსმა ვანო ჟორჟოლიანმა მომხდარი გაუგებრობად შეაფასა და განმარტა, რომ მსგავსი ფაქტი მეორედ აღარ განმეორდება.

„მე არ მიმიღია გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ და არც ის ვიცი ვინ გადაწყვიტა. დღეს პირველად მოხდა ასეთი შემთხვევა და ამის მეტად ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება,“ – განმარტა ვანო ჟორჟოლიანმა.

თეგები: აკრძალვამე–9 არხისაკრებულო