დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 2 859 შემთხვევიდან იმერეთში 438 დაფიქსირდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, 1 197 შემთხვევაა თბილისში, აჭარაში გამოვლენილია ინფიცირების 620 შემთხვევა.
“დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში – 620, იმერეთში – 438, ქვემო ქართლში – 109, შიდა ქართლში – 62, გურიაში – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 138, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 38, სამცხე-ჯავახეთში – 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28”,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 18 პირიდან 7 თბილისში მკურნალობდა, აჭარაში – 4, იმერეთში – 4, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი.
ამ მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების საერთო რაოდენობამ 441-ს მიაღწია. ამ დროისათვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 345 პირია.