ქუთაისში პანდემიის გამო, საქალაქო ტრანსპორტში შეზღუდვები დაწესდა. როგორც ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, პეტრე ადამაძემ განაცხადა, სატრანსპორტო საშუალებაში მგზავრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაჯდომი ადგილების რაოდენობას.
“კოვიდ-19-ის მზარდი სტატისტიკის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეზღუდვები დაწესდა. რეგულაციების დაცვას საპატრულო პოლიციისა და მერიის შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებდნენ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი შეიცვალოს”, – განაცხადა ადამაძემ.
შეგახსენებთ, დღეს იმერეთში კორონავირუსის უპრეცედენტოდ მაღალი 782 შემთხვევა დაფიქსირდა.