გარდაბნის მუნციპალიტეტის მერიის მიერ, სოფელ სართიჭალაში ორ ლოკაციაზე და სოფელ ვაზიანში კომბინირებული-მინი სტადიონების მშენებლობა მიმდინარეობს.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პე-ბე“ , 239 000 ლარად უზრუნველყოფს.
სამშენებლო სამუშაოები, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.