ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის პარლამენტთან ანგელოზები გამოჩნდნენ [photo]

9 ივლისი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 17

ქუთაისის პარლამენტთან ანგელოზები გამოჩნდნენ [photo]

ქუთაისში, მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქანდაკებების მონტაჟი მიმდინარეობს. ანგელოზების გამოსახულებიანი სამი ქანდაკებიდან მუშებმა ორი მათგანი საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშენებულ ტბასთან უკვე განათავსეს.

“დაახლოებით სამი დღის წინ მოიტანეს ეს ქანდაკებები. ჩვენ მხოლოდ მის მონტაჟს ვახორციელებთ. რატომ მოიტანეს ან კიდევ თუ იგეგმება რაიმე სხვა ქანდაკების განთავსება, ეგ არ ვიცით,” – ამბობენ მუშები.

პარლამენტის გარე ტერიტორიის მოწყობის გარდა, სამუშაოები გრძელდება შენობის შიდა პერიმეტრზეც.

გარდა ამისა, პარლამენტსა და მთავრობის სახლს შორის ტერიტორიაზე ბილიკი განთავსდება, რომელზეც ფილაქანი დაიგება. როგორც მუშები აცხადებენ, ბილიკს მოქალაქეები გასეირნების მიზნით აითვისებენ.

თეგები: პარლამენტისამუშაოებიქანდაკება