ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქორწინების ოქროს ბეჭედი 41.3 %-ით გაძვირდა – საქსტატი

3 დეკემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქორწინების  ოქროს ბეჭედი 41.3 %-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურიის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ქორწინების ოქროს ბეჭედი 41.3 %-ით გაძვირდა.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირებულ პროდუქტებს და მომსახურებებს, ფასების ყველაზე დიდი, 45 %-იანი მატებ წიწიბურაზე დაფიქსირდა. შემდეგია ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი, რომლის ფასიც 2020 წლის ნოემბერში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 41.3 %-ით გაიზარდა, 36%-ით გაძვირდა მზესუმზირის ზეთი, 26%-ით – ხმელი ლობიო.

ამასთან, 33%-ითაა გაძვირებული სტომატოლოგის მომსახურება კერძოდ კი კბილის ამოღება, ხოლო კბილის დაბჟენა 17%-ით გაძვირდა. ერთი წლის განმავლობაში 27%-ით გაძვირდა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

თეგები: ეკონომიკა