ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

როდის გაიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი? -ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კონკრეტულ ციფრს ასახელებს

15 იანვარი, 2021 • ნიუპრესი • 1

როდის გაიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი? -ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კონკრეტულ ციფრს ასახელებს

შემთხვევების რაოდენობა როდესაც 5%-ს ჩამოცდება, შეგვიძლია ვისაუბროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გახსნაზე. განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დარჩენილი 2 კვირა აჩვენებს, შესაძლებელი იქნება თუ არა 1-ელ თებერვალს ტრანსპორტის ამუშავება.

„უნდა დაველოდოთ სტაბილიზაციას და ეპიდემიური სურათის გაუმჯობესებას, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ რისკების პირდაპირ ასახვაა, რაც ჩვენ საზოგადოებაში გვაქვს. როდესაც დავინახავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 5%-ს, უკვე შეგვიძლია მაღალი საზოგადოებრივი აქტივობის საქმიანობების უსაფრთხო გახსნაზე ვისაუბროთ. ვფიქრობ, მომდევნო ორი კვირა კიდევ ერთხელ დაგვანახებს, თუ რისი საშუალება გვაქვს 1-ელ თებერვალს და ამის მიხედვით მოხდება უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, პანდემიის გამო საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება 28 ნოემბრიდან აიკრძალა.